I think it can be better, so I’ll try” – SOPHIE for Arte tracks 2018/30/08

SOPHIE – ახალი სიტყა პოპ სამყაროში, ადამიანი რომელმაც გარდაქმნა პოპ ინდუსტრია და არ აპირებს რომ შეჩერდეს.

ლეიბლ PC Musicის ყველაზე წარმოსაჩენი წევრის მუსიკის შექმნის პრინციპს რომ მივხვდეთ,  დავეთხოვოთ მისსავე სიტყვებს – „ if there’s like a piano mountain size high and imagining what it would sound like if string was that large” – გამოიყენო წარმოსახვის უნარი და გადმოსცე იგი მუსიკალური ბგერების დამსახურებით არის SOPHIEს ტაქტიკა შექმნას ახალი მუსიკა.

თუ არ გეგონათ რომ ტეხვის, ლეწვის და მთის ზომის პიანინოს ბგერების მოსმენით ესთეტიურ სიამოვნებას მიიღებდით, მაშინ ნამდვილად დროა მოუსმინოთ 2018 წლის ალბუმს “Oil of Every Pearl’s Un-Insides”

ალბუმის პირველი ბგერები “Its okay to cry” გვიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ 80იანების Rom-Comის ფილმში აღმოვჩნდით და წვიმაში მივრბივართ ჩვენს სიყვარულთან შესახვედრად,

აქვე აღსანიშნავი ფაქტია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა როცა SOPHIE-მ თავისი სახე გამოაჩინა და მუსიკის შესაფერი – ჰაეროვანი და არაამქვეყნიური ვიდეო გამოაქვეყნა.

ეს ვიდეო არის Welcome video მსმენელებისთვის – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს სამყაროში.

მეორე ტრეკით კი სრულად ვხვდებით რის მოსმენას დავთახმდით და SOPHIEს მუსიკალურ მოღვაწეობას სრულად ვუსინჯავთ გემოს. PONYBOY სავსეა სიმძიმით, სწორი დოზა სიბნელით, Sexual ტექსტით და დიდი ირონიით, ეს სიმღერა შეიძლება ითქვას არის ოდა BDSM ქომუნითისთვის.

ამავე ალბუმში აუცილებლად ხაზგასასმელია მესამე ტრეკი – Faceshopping, რომელიც წინ აყენებს გარდასახვის თავისუფლების საკითხის და არჩევანის უფლებას,

So give me what I want
I’m real when I shop my face

ამავე ალბუმში გვხვდება ტრეკები როგორიცაა “Is it cold in the water?“ – რომელიც გაჟღენთილია სევდით, სიცივით და სიმშვიდით.

საერთო ჯამში ალბუმი აღიარებული იყო მრავალი კრიტიკოსის მიერ და ყველა ერთხმად თანხმდება რომ ეს არის პოპის მომავალი. ალბუმი სავსეა უცნაური საუნდით, შიშებით, ეროტიკით, ირონიით, სიყვარულით და სევდით. მთელი ალბუმი არის ერთი დიდი თრიფი ამ რეალობის გარეთ, რომელიც სულ რამოდენიმე წელიწადში გახდება ჩვენი რეალობა.

თითქოს ახალ განზომილებაში მივყვებით SOPHIEს და 1 წუთითაც არ გვაწუხებს ეს ფაქტი.

I looked into your eyes
I thought that I could see a whole new world.

With Love,

Gvantsa Utura

2 thoughts on “SOPHIE – პერფექციონიზმი როგორც კურთხევა და არა წყევლა

  1. სხვაგანაც დავწერე და აქაც ვიტყვი, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ქართველეონავ მკითხველს მაქსიმალურად ქართულ ენაზე მივუტანოთ ტექსტი, ამიტომ ყოველთვის ვეცადოთ თარგმნას, სადაც ორიგინალი ტექსტის სულისკვეთებას შევინარჩუნებთ, თუნდაც პირდაპირი თარგმანი არ იყოს. კარგია, რომ სათაურიდანვე დასვი რაღაც კითხვები და მსმენელის დაინტრიგებაზე წახვედი. კარგი დასაწყისია და მჯერა უკეთესი გაგრძელებაც გვექნება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *