მომავლის პოპზე ვლაპარაკობდით რამდნიმე დღის წინ. მუსიკალური პლატფორმების ქექვის დროს ეს ალბომიც წყალივით ჩადგა ეკრანზე, ამიტომ მოდი არაუშავდეს და მომვლის როკზეც ვილაპარაკოთ.

Black Midi – Schlagenheim

ჟანრი: ექპერიმენტალური როკი, მათემატიკური (ზუსტი როკი), პოსტ-პანკი.

წელი: 2019

ლეიბლი: Rough Trade Records

ზუსტად 1 წლის წინ ჩემი ელექტრონული ელფოსტის ყუთში ისეთი წერილიც ჩავარდა, რომელიც The End of the Road-ის ფესტივალზე მოხალისის გულსაკიდს ჩამომკიდებდა კისერზე (ფესტივალის ბილეთი ძვირია. ბრიტანული ფაუნდის ღირებულების მოდით ერთად არ გავიხსენოთ).

ზუსტად ერთი კვირის შემდეგ ფესტივალზე სცენიდან სცენამდე ვხეტიალობდი, დასაკარგი არაფერი მქონდა. ამ დროს ღრიალებდა ზუსტად Geordie Greep ერთ-ერთი სცენის კიდეზე. მოწიფული ხმა იყო, უკვე ათასგზა გადავლილი და თავის გზაზე დაყენებული. მივყევი, ხალხი გადავწიე, გადმოვწიე, წინა ღამის გამოუძინებლებს გადავაბიჯე, დამცხა, შევიჭყლიტე, უხერხული ცივი მზერაც მომარტყეს, და ბოლოს ჰა, ვიდექი.

9 წლის ბიჭები იდგნენ სცენაზე. არ ვიცი სხვებმაც შეიცხადეს თუ არა, მაგრამ რავიცი, მართლა 9 წლის ადამიანები უკრავდნენ ამ მუსიკას. 

ვერ გეტყვით, რომ Black Midi იმ მუსკას წერს, რომელსაც ყველა მეგობარს გაუგზავნიდით საღამოობით გასამხნევებლად, მთელი ფორიაქით ისაუბრებდით და ინოვაციურს დაარქმევდით პირველ სადებიუტო ალბომსაც, მაგრამ ჩემთვის ბენდი და კონკრეტულად ეს ალბომი, არის რაღაც ისეთის მატარებელი, რომელზეც ერთი პაწაწუნა ბლოგის დაწერა ღირს. 

ფაქტია, რომ Pitchfork-ის მიმოხილვებსაც ცოტა შფოთის ოხშივარი ასდის ბენდის წევრების ასეთი დაბალი ასაკობრივი სტატისტიკის გამო (Geordie Greep, Matt Kwasniewski-Kelvin, Cameron Picton and Morgan Simpson). საინტერესო რამეებს წერენ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბენდმა რეიკიავიკიდან რადიო KEXP-ზე ცოცხლად დაუკრა მათთვის, ვისაც ძალიან ენატრება ძველი ალტერნატიული როკი, მაგრამ ნუ ისეც არა, რომ ზუსტად იგივე ფორმით მოუნდეს ახალი როკ-თაობისგან იმავეს მოსმენა. Black Midi-ს ერთ-ერთი საინტერესო მხარე ზუსტად ის არის, რომ ბენდი არც ერთი წამით არ ტოვებს კლასიკური როკ-ბენდის ფორმას; 2 გიტარა, ბასი, დრამი, ვოკალი და მთელი რიგი მენტალური აღიარებანი, რომელის გადახარშვის გამოცდილებაც როკ-მუსიკის სიტორიას ნამდვილად აქვს. ალბომში შიგადაშიგ სეინთეზატორიც სკდება და სადღაც ბონჯოც კი ისმის, მაგრამ ეს არის მშვენიერი ზუსტად: სტანდარტული მოცემულობის მიუხედავად, ბენდი ყურსმიჩვეულ ხმას მაინც ახლებურად უშვებს.

კიდევ ბევრ რამეს წერენ: Black Midi-ს წევრები ერთმანეთს Brit School-ში შეხვდნენ და სკოლის დამთავრებისთავანევ უკვე მაგარი შოუც გამოაცხვესო, ბენდს დიდი პოტენციალი აქვსო, როგორ შეიძლება ასეთი მცირეწლოვნებისგან ასეთი მყარი, ტრადიციული და თან ექსპერიმენტული მუსიკა მივიღოთო, 2019 წელს Mercuri Prize-ზეც წარადგინეს და ხომ წარმოგიდგენიათ ესენი რამდენიმე წლის შემდეგ როგორი პერფორმანსებით გამოვლენ ფესტივლებზეო?! 

ვერაფერს იტყვი. Schlagenheim-ს უსწორმასწორო ნაპირები აქვს, 70-ის როკისთვის მეტანიაც არის და თანამედროვეობის ხმაც, ოღონდ კომპიუტერული ხმების გარეშე. კლასიკურ როკს და თანამედროვე ლონდონის ვიბრაციებს მიჩვეული ტვინის მიერ შექმნილი მუსიკაა და თავის სათქმელს მკაფიოდ ამბობს.

ყველა ამ შეფასებასთან ერთად ჩემს წარმოდგენაში კიდევ ისეთი კითხვებიც ჩნდება, რაც უშუალოდ იმ დროს, სცენის წინ დგომის წინ ტვინის მარცხენა მხარეს აფეთქდა. ტექსტები დავქექე: ყველაფერზე მღერიან. იმაზეც, რომ “ვიღაცის ფეხსაცმელი ძროხისგან არის შეკერილი (” He’s got a coat of nine tails and fresh leather shoes, Straight from the cow, I tell you, Straight from the cow -“Reggae” ). მღერიან ცხოვრებისეულ განზრახვებზე, საკუთარი თავის აღმოჩენებზეც; მუსიკალური გუნდის ხელმძღვანელზეც, რომელიც შეიძლება ერთი მხრივ სკოლდან გამოყოლილი შურისძიების ნაწილია, მაგრამ მეორე მხრივ, სისტემის ძალადობასაც შეიძლება აღწერდეს ნებისმიერი მოწყობის საზოგადოებაში. თან ისე რომ, გარყვნილებაშიც ამხელდეს და არ იღებდეს შეფასებას მისგან, ვინც თვითონაც “გასასწორებელია”. 

“He looks so distraught as all his efforts amount to nothing
I sit back and watch his 69 mind in full effect
Every quote just eats itself with a different perspective
He recycles points with a different tone of voice”

“Ducter”. 

მოკლედ ყველაფერზე თამამად მღერიან, რაც ვიღაცისთვის უცნობ, მაგრამ მათთვის კარგად ნაცნობ რეალობაში პრობლემატური შეიძლება იყოს.

ყოველივე ამის შემდეგ თქვენთან ეს უწყინარი აზრი მინდა გადმოვაფრქვიო: თუ მუსიკის მთავარი ღირსება ის არის, რომ ჯერ კიდევ შეუკრავი წრეები შეკრას, შეუთანხმებელი აზრები შეათანხმოს, შავს და თეთრს ხელი ჩამოართმევინოს და ერთი ადგილიდან მეორეში 3 წუთში გადაგსხას, ჩემთვის მუსიკის ფენომენის ეს თვისება Black Midi-ს პერფორმანსის წინ შეიკრა. ავდექი და გავიგე საშუალო სატისტიკური სამხრეთ ლონდონელი ჩემი ასაკის ადამიანის ტვინში რა ტრიალებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გავიგე როგორ ჟღერს ეს ყველაფერი. და გაასწორა. იმიტომ კი არა რომ მომწონს, იმიტომ რომ გავიგე.

სხვა დროსაც შეიძლება მოხდეს ასეთი ლამაზი აფეთქებები სრულიად სხვა ჟანრის მოსმენის დროს, სრულიად სხვა ქალაქში, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ Schlagenheim-ისთვის დროის დათმობა ღირს. სხვა რომ არაფერი, Morgan Simpson-ის დრამის ჯოხების მოპყრობის ტექნიკაა მოსაფერებელი.

და თუ მთელი Schlagenheim ერთი საღამოსთვის ზედმეტად ბევრია, ალბომში ჩემთვის გამორჩეულ Ducter-ს გიზიარებთ.

ჩაძირული გემების კაპიტანი,

DAVA

1 thought on “შენს თავში რა ხდება ჩემსავით ახალგაზრდა ადამიანო ცხრა მთას და ცხრა ზღვის იქეთ რომ ცხოვრობ?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *