ჰოპ-ჰოპს ბავშვობდან ვერაფერი გავუგე, მაგრამ ამ ალბომზე თავს მაინც ვიქნევ. როგორც შავისთვის, თეთრისთვის, წითელისთვის დაიწერა ეს ალბომი, ისე ალბათ ჩემთვისაც. ყველასთვისაც.

ალბომი: Big Fish Theory, Vince Staples

ლეიბლი: Blacksmith Records

წელი: 2017

თავიდანვე ხომ გვაქვს ის დათქმა, რომ მუსიკა კარგად შეკრულ-გაჟღერებული კულტურულ და იდეოლოგიური შავი ხვრელებით არის სავსე (მე ძალიან მომწონს ეს დათქმა). მგონია, რომ ჰიპ-ჰოპიც აი ის მკვეთრი მუსიკალური ჟანრია, რომლის მიმართაც კონკრეტულ კულტურულ ჯგუფებს განსაკუთრებული მიკუთვნებულობა აქვთ. ასევე ამ ჟანრშია დაგუბებული თეთრი რასის უპატიებელი შეცოდებანი, რომელიც შეიძლება მხოლოდ აქ გაჟრერდეს ასე თამამად ან ფერდკანიანთა ცხოვრების ის ნაწილი, რომელიც ამ ჟანრით მოდის ასე ცხადად მსმენელამდე.

ხშირად მესმის, რომ ჰიპ-ჰოპი ფერადკანიანების მუსიკაა, “შავების” მუსიკაა, მხოლოდ ამ ჟანრშია ის რითმი, რომელსაც ასეთი დიდი მუსიკალური და კულტურული ისტორიის მქონე რასა გრძნობს.

Big Fish Theory არის პირველი ჰიპ-ჰოპ ალბომი, რომელმაც პირველად გამიჩინა მიკუთვნებულობა ამ ჟანრის მიმართ.

ალბომი გენიალურია არამარტო იდეოლოგიური თვლასაზრისით: ვინს სტეიპლსმა გადააფასა ფერადკანიანთა სივრცეში არსებული ღირებულებები, შემდეგ ისიც გადააფასა, რაც უკვე გადააფასა და დატოვა მხოლოდ ის, რაც ყოველთვის იყო. აღარ დაელოდა როდის გატეხავდნენ გარედან აკვარიუმს. შიგნიდან გახერხა კომფორტული, დაცული სივრცე მეტი შესაძლებლობების სანაცვლოდ.

გენიალურია ამ იდეის მუსიკალური იდეის გამოხატულებაც. ისმის ფემინური ვოკალიც, მასკულინურიც, ექპერიმენტალურიც და ტრადიციული ჰიპ-ჰოპ ბითებიც, მოწყვალიდი ლირიკაც და ზოგადსაკაცობრიო სევდაც. თან საინტერესო ის არის, რომ არტისტმა რეჩიტატივის გარდა ალბომს ის დეტალებიც დაამატა, რომელითაც მხოლოდ ჰიპ-ჰოპის მსმენელები არ დაინტერესდებიან ( სინთეზატორების პოპ-ხმა და ტრეკების ექსპერიმენტული დრამატურგია ბლომად გვაქვს ალბომში, რეჩიტატვიცი მაინცდამაინც ლუპს არ გაყვება, აჩეხილია).

მრავალფეროვანი და არატრადიციული ჰიპ-ჰოპ ეგებულების გამო ხდება ისე, რომ Big FIsh Theory არა მარტო შიგნიდან იხსნება სხვა სამყაროს მიმართ, არამედ გარედანაც უშვებს და მთელი გამეტებით უნაწილებს საკუთარ სიკეთეებს სხვა თევზებსაც; შავსაც, თეთრსაც და წითელსაც.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *