ჩვენი განხივლის თემა – Vince Staples-ის 2017 წლის ალბომი Big Fish Theory, ბევრ საკითხსა თუ პრობლემას ეხება, რომლებთანაც აფრო-ამერიკელ საზოგადოებას უწევს გამკლავება დღევანდელ ამერიკაში.
იმისთვის რომ სრულად ჩავიხედოთ ვინსის გონებაში, პატარა წინა პირობაა საჭირო: Vince Staples ბავშვობაში წლების განმავლობაში იყო ქემფთონის კრიმინალური დაჯგუფებების წევრი და ხშირად ახსენებს ინტერვიუებში რამდენჯერ გადაურჩა სიკვდილს, მის ძველ კომპოზიციებში და ამ ალბომშიც ახსენებს რამონა პარკს (ალბომის მე-6 კომპოზიცია) სადაც წლების წინ მისი მეგობარი დაჭრეს, მან კი შეძლო გამოქცევა დროულად. მხოლოდ რამოდენიმე წლის შემდეგ, ის მშობლების ინიციატივით მოაცილეს ამ დაჯგუფებებს და ვინსმა ხსნა იპოვა მუსიკაში.
ალბუმის პირველი ტრეკი „crabs in the bucket” (თარგ.კრაბები სათლში) საკმაოდ მარტივ იდეაზე დაფუძნებული კომპოზიციაა, თუ უშუალოდ გამონათქვამის მნიშვნელობა ვიცით: „კრაბის მენტალიტეტი“ – თუ მე არ შემიძლია მქონდეს რამე, მაშინ ვერ გექნება შენც,
ამ გადმოსახედიდან კომპოზიცია Crabs in the bucket მგონია სიტყვებით თამაში სლენგზე Crumbucket, რომელიც ე.წ Homeboy-ს აღმნიშვნელია. წლების განმავლობაში ვინსს ცდილობდა თავი დაეღწია ქემფთონის კრიმინალური დაჯგუფებებისგან, იგი ამოძვრა სათლიდან და ახლა ამ ალბომით და კონკრეტულად ამ კომპოზიციით ცდილობს თავისი მეგობრებიც ამოიყვანოს და მათ სხვა პერსპექტივა დაანახოს.
სანამ ამ ალბომის მოსმენას დავიწყებთ, აუცილებელია გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები – იქნება ეს აფრო-ამერიკელთა ჩაგვრა ამერიკაში, პოლიციის უსამართლო ძალადობა თუ სტერეოტიპები, რომელსაც განსაკუთრებით თავზე ახვევენ ჰიპ-ჰოპ არტისტებს (და ეს მხოლოდ ის მცირე ჩამონათვალია, რასაც ამ ალბომის გარშემო განვიხილავთ)
წლების წინ მუსიკალურმა დაჯგუფება N.W.A-ემ შემოიტანა მედიაში განსხვავებული ხედვა, რეპი მედიაში გახდა უკომპრომისო და მეტად რადიკალური, რომელიც ებრძოდა სისტემას და ამასთანავე ქება-დიდებასაც არ აკლებდა რადიკალურ დაჯგუფებების კულტურას, რაც საბოლოოდ ერთ-ერთი მთავარი იმიჯი გახდა რეპ კულტურის. ვინსს ამ იმიჯისა და ხედვისაგან თავის დაღწევა უნდა, მას უნდა უფრო დიდი სურათი დაინახოს და სტერეოტიპების აკვარიუმში არ იყოს გაჭედილი.
იმისთვის რომ უფრო ზუსტად გავიგოთ პროტესტის არსი, Tyler The Creator-ის გრემის სიტყვით გამოსვლა მოვიშველიოთ – „სამწუხაროა, რომ ჩვენ, და ჩვენში ვგულისხმობ იმ ადამიანებს რომლებიც ჩემნაირად გამოიყურებიან, ქმნიან რამეს ახალს, ჟანრის საზღვრებს გარეთ და ყოველთვის ურბანული რეპის კატეგორიაში ხვდება, და მე სიტყვა ურბანული არ მომწონს, რატომ არ შეიძლება რომ უბრალოდ ჩაგვსვან პოპის ჟანრში?” მსგავსს პროტესტს ხშირად შევხვდებით ვინსის ინტერვიუებშიც – „რატომ მეკითხებით რა ჟანრია? მაგას აზრი არ აქვს, ეს ხელოვნებაა“
მაგრამ ამასთანავე ტექსტებში მაინც ვხვდებით მის წარმატებებზე საუბარს, ისეთ ტექსტებს,რომელიც ხაზს უსვავს მის სიმდიდრეს, რაც საკმაოდ მოსალოდნელია ხშირად რეპერებისგან, თუნდაც აღვნიშნოთ მე-5 კომპოზიცია, რომელშიც სრულად იმაზე საუბრობს როგორ ატარებს ის თავის BMW 745, მაგრამ რა თქმა უნდა, იმის შესაძლობა უნდა დავუშვათ, რომ ეს კომპოზიცია სარკასტულადაა ჩასმული ამ ალბომში.
უშუალოდ ალბომი მუსიკალურად ბევრად მაღლა დგას, ვიდრე ვინსის წინა ნაშრომები, მიუხედავად იმისა, რომ კარგი პროდუსერების ნაკლებობას ვინსი არასდროს უჩიოდა, ამ ალბუმში ვხვდებით ისეთ სახელებს როგორებიცაა – SOPHIE, Flume, Yale-ს კურსდამთვრებული Zack Sekoff რომელსაც ასევე ნამუშევარი აქვს Thundercatთან, ლეიბლ WARP-ის წარმომადგენელი Jimmy Edgar და სხვა მრავალი არტისტი, კომპოზიციებში ასევე ვხვდებით Kendrick Lamarს, A$AP Rocky და Kilo Kish-ს.
საერთო გადმოსახედიდან ალბომი საკმაოდ დიდი ღირებულებისაა, მას სწორად მოაქვს ინფორმაცია ჩვენამდე, მაგრამ ჩემი აზრით ეს ალბომი არის მეტად საერთო პროექტი ვიდრე პირადად ვინსის წარმატება.
იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხანია რაც ვინსს ვადევნებ თვალ-ყურს, რომ ავიღოთ და ცალკე დავაყენოთ ვინსის ტექსტობრივი მხარე ამ ალბომში, დიდ პროგრესს ვერ დავინახავთ. ტექსტებში ვხვდებით ფრაზებს, რომელიც აქამდეც შეგვხვედრია სხვა ალბომებში და არც მონა ლიზას ან ბასკიას სახელების ტექსტებში ხსენება წარმოადგენს რამე სიახლეს ჰიპ-ჰოპ სამყაროში.
მე ვთვლი, რომ ამ ალბომის შემდეგ ბევრად უფრო საინტერესო პროექტს უნდა ველოდოთ ვინსისგან და ის თუ ჩვენს მოლოდინებს გაამართლებს, მაშინ ნამდვილად და სრული გარანტიით შეძლებს დაიტანოს თავისი სახელი ქემფთონის რუქაზე ისეთი მუსიკოსების გვერდზე როგორებიც არიან Dr.Dre, Kendrick Lamar და Ice Cube.
მადლობა ყურადღებისათვის,
გვანცა უთურა
1 thought on “Vince Staples – სათლიდან ამომძვრალი კრაბი”