ბრაიან ინომ, თავის ლეგენდარულ კარიერაში პირველი მუსიკალური ვიდეო გამოსცა. ინო Decline and Fall-ის მუსიკალური კლიპის პრემიერას გვთავაზობს. ტრეკი ახალი ალბომის – “Film Music 1976 – 2020” ნაწილია. Decline and Fall თავდაპირველად მოვისმინეთ ჰენრიკე გოლდმანის ფილმში O Nome da Morte. ვიდეოს რეჟისორი, სწორედ ბრაზილიელი კინორეჟისორია, რომლისთვისაც ვიდეო კლიპის ინსპირაცია თავისივე ფილმი გახდა. იუთუბ არხზე ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ: ალბომი მოიცავს წვიმასა და ცეცხლს, ფანტასტიკასა და მეცნიერებას, დაბადებას და სიკვდილს, ბუნებასა და ცივილიზაციას, ხელოვნებას, სიყვარულსა და გაუმაძღრობას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *