სპოტიფაი პოდკასტების სარეკლამო და საგამომცემლო პლატფორმა მეგაფონს 235 მილიონ დოლარად ყიდულობს, რაც კიდევ უფრო გააფართოვებს განვითარებადი ინდუსტრიის მონეტიზაციას. სპოტიფაის თქმით, გარიგება, რომელიც ექვემდებარება მარეგულირებელ ორგანოს მხრიდან დამტკიცებას, საშუალებას მისცემს ბრენდებს რეკლამები განათავსონ, როგორც სპოტიფაის ექსკლუზიურ, ასევე სპოტიფაის ორიგინალ პოდკასტებზე. ხოლო პოდკასტის გამომცემლებს მეტი საშუალება ექნებათ შემოსავლების გასაზრდელად და სფეროს განვითარებისთვის.

მეგაფონი, რომლის სათაო ოფისი ვირჯინიაში მდებარეობს, დაარსდა 2015 წელს და არის პოდკასტების ტექნიკური ფირმა, რომელიც პოდკასტერებისთვის ინსტრუმენტებს ქმნის მათი კონტენტის მოსამზადებლად, ასევე შესაძლებლობას აძლევს რეკლამებიც დაამატონ.

სპოტიფაი მეგაფონის საშუალებით, გააფართოებს რეკლამირების ახალ ტექნიკას, რომელიც იანვარში გამოაქვეყნა – Streaming Ad Insertion (SAI). SAI საშუალებას აძლევს პოდკასტის რეკლამის განმთავსებლებს შეაფასონ მისი უნიკალური მომხმარებლების რიცხვი, რომლებმაც მინიმუმ ერთხელ მაინც ნახეს, ასევე შეაფასონ მოსმენის სიხშირე თითო მომხმარებელზე და ჰქონდეთ წვდომა აუდიტორიის მონაცემებზე (ასაკი და სქესი), რა თქმა უნდა, ანონიმურად. ამის შედეგად, გარიგება საშუალებას მისცემს მეგაფონის მასპინძელ პოდკასტებს, მაგალითად: ESPN, Slate და The Wall Street Journal – წვდომა ჰქონდეთ SAI ტექნოლოგიაზე, რომელიც რეალურ დროში, ტრადიციულ პოდკასტის რეკლამებს ჩაანაცვლებს, მსმენელის მონაცემების საფუძველზე შერჩეული რეკლამით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *