ნათია არჯევანიძე 1984 წელს, 12 წლისა მიიყვანეს ქართული ცეკვის სტუდიაში. “ასეთი მონაცემებით ბავშვი სუხიშვილებში უნდა იყოსო” – უთხრა მშობლებს ცეკვის მასწავლებელმა. “მიიყვანეთ ჩემი სახელით, კი დიდია უკვე, მაგრამ, მე უარს ვერ მეტყვიან” დააიმედა მშობლები.
ნათიამ რატომღაც აითვალწუნა “სუხიშვილების ქართული ცეკვის სტუდია” სულ ხანჯლურის ცეკვას ითხოვდა, მაგრამ მას ყველა დასცინოდა. უკვე 18 წლისამ ვეღარ მოითმინა, ჩაიცვა ხევსურული კოსტიუმი და კონცერტის დროს გავარდა ხანჯლებით სცენაზე.
ეს მოკლე ისტორია ძალიან ტრივიალურდ დამთავრდა. ნათიამ იმის მაგივრად რომ სცენაზე დაესო ხანჯლები, ააცილა და პირველ რიგში მჯდომ ყმაწვილს ჩაარჭო ფეხებში, რა თქმა უნდა შემთხვევით. ნათია გააგდეს ანსამბლიდან, მაგრამ მას ეს აღარ აღელვებდა. შავტუხა ყმაწვილის ცრემლიანი, მაგრამ მაინც გაღიმებული სახე მისი გულიდან აღარასოდეს აღარ წაშლილა. ნათია ქირურგი გახდა, მის მიერ სცენიდან დაჭრილი ბიჭი, კუპიდონ დანელია კი, ორ წელიწადში, 1992 წლის 11 ნოემბერს მისი მეუღლე გახდა.