სკოლის დამთავრების შემდეგ, 1980 წელს, ოქროს მედალოსანმა ნატო გუმბერიძემ, ყველას მოლოდინის მიუხედავად, გადაწყვიტა თავისი ცხოვრება სამხედრო კარიერისათვის დაეთმო. ჩააბარა სამხედროსასწავლებელში და მალევე ექსტერნად დაამთავრა, წითელი დიპლომით. 1983 წელს ნატო ლეიტენანტის წოდებით, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სასაზღვრო ჯარებში აღმოჩნდა. ლეიტენანტი ნატო გუმბერიძე თავისუფლად ფლობდა 4 ენას, ჰქონდა შავი ქამარი სამბოში. თავისუფალ დროს კი სამხრეთ ამერიკული ცეკვებით იყო გატაცებული, გამორჩეულად კი სამბა უყვარდა. 1989 წელს დაწყებული მოვლენების მიუხედავად (ბრანდერბურგის ჭიშკრის გახსნა) ნატო მსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა.


ერთერთი პატრულირების დროს 1990 წლის 3 ოქტომბერს, მისი რაზმი, საზღვრის ერთი მხრიდან ბერლინის კედლის ბოლო ნარჩენთან, სადღაც პოცდამერპლაცის მიდამოებში შეხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რაზმს კედლის მეორე მხარეს, მიტოვებულ ელექტრო-ქარხანასთან, რომელსაც შემოკლებით ე-წერკ-ს უწოდებდნენ. ამ დროს ნატოს რაციიდან გაისმა შეტყობინება “გერმანია ამ წუთიდან არის ერთი სახელმწიფო, საზღვარი ოფიციალურად გაუქმებულია”. გერმანული რაზმის მეთაურის რაციაშიც გაისმა იგივე შეტყობინება გერმანულად, მაგრამ რატომღაც ამ შეტყობინებას მოჰყვა მუსიკის ჰანგები, რომელიც ნატო გუმბერიძეს და გერმანული რაზმის მეთაურს თომას ბირკენშტოკს, მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ. ტონი ჰოლიდეის “Tanze Samba mit mir”” ანუ “იცეკვე სამბა ჩემთან ერთად” ნელ ნელა ყველა რაციიდან გაისმა. საბჭოთა ლეიტენანტი ნატო გუმბერიძე და რაზმის მეთაური თომას ბირკენშტოკი თავდავიწყებით ცეკვავდნენ სამბას, მიტოვებული ე-ქარხნის ეზოში. ერთი წლის შემდეგ 1991 წლის 11 ნოემბერს მათ იქორწინეს და ქალაქ ჰანოვერში, სამხრეთ ამერიკული ცეკვების სტუდია დააარსეს. სტუდიას “Tanze Samba mit mir” დაარქვეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *