გამარჯობა.

ვარ 30 წლის სერიოზული მამაკაცი. შავგვრემანი, სიმპათიური, საშუალო სიმაღლის. მთელი ცხოვრება ვშრომობ, 1974 წელს, 20 წლის შევსრულდი და ლეონიდილიას ძე ბრეჟნევის მოწოდების შემდეგ, როგორც ჭეშმარიტი კომკავშირელი, ბამ-ის მშენებლობაზე გავეშურე. 3 წლის შემდეგ დავბრუნდი მშობლიურ ლანჩხუთში, მუშაობა ჯერ კომკავშირული ხოლო შემდეგ პარტიული ხაზით განვაგრძე. ამჟამად მაქვს კარგი თანამდებობა პარტიის რაიონულ კომიტეტში. ვცხოვრობ ლანჩხუთში, მაქვს სამ სართულიანი სახლი და ხეხილის ბაღი. ოშმ*, გავიცნობ 26 წლამდე ლამაზ, (მაღალ) მანდილოსანს! შვილიანები ნუ შემეხმიანებით.

ბორისი.



ვარ 25 წლის გაუთხოვარი მანდილოსანი ქალაქი ლანჩხუთიდან. ვმუშაობ უნივერმაგში, განყოფილების გამგედ. დედა გურული მყავს, მამა კი ლანჩხუთში დაბადებული ლიტველია. ასე რომ ტან-აღნაგობით მამას ვგავარ, ვარ მაღალი 1,92 სმ სიმაღლის, ქერა და ამბობენ ლამაზიო. გავიცნობ დაოჯახების მიზნით ბინით და სამსახურით უზრუნველყოფილ
მამაკაცს 30 წლიდან 40 წლამდე, რომელიც მხოლოდ დაოჯახებაზე ფიქრობს
და სხვა არაფერზე! მატყუარებმა და თაღლითებმა თავი შეიკავეთ ზედმეტი შეწუხებით!

ჟუჟუნა ბუტაუტასი

აი ასე დაეხმარა გაზეთი “ლანჩხუთის კომკავშირელი” ახალგაზრდებს, ერთმანეთის გაცნობაში. ბორისი და ჟუჟუნა 1984 წლის 11 ნოემბერს დაქორწინდნენ, ვუსურვოთ მათ ბედნიერება და წინსვლა ჩვენი სოციალისტური სამშობლოს სამსახურში.

*- ოჯახის შექმნის მიზნით

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *