თბილისში ახალი ლეიბლი, Glispy Records, დაარსდა. საქართველოში პანდემიის გამო ელექტრონული მუსიკის სცენა დიდი საფრთხის ქვეშ დგას, სწორედ ამ მიზეზით შეიქმნა Glispy, რომლის მიზანი ამ რთულ პერიოდში მუსიკოსებისთვის ხელის შეწყობაა. ამასთან, ქართველი მუსიკოსების ნამუშევრების გაერთიანება და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ პოპულარიზაცია.
Glispy-სგან მსმენელი პირველ ციფრულ კომპილაციას, რომელშიც 23 მუსიკოსია გაერთიანებული, დეკემბრის დასაწყისში მოისმენს.
ლიებლი სამომავლოდ EP-ს გამოშვებასა და პირველი ქართული მუსიკალური პლატფორმის შექმნას საიტის სახით გეგმავს.