კომპოზიტორი პაულინ ანა სტრომი 30 წლის შემდეგ პირველ ნაწარმოებს, „MARKING TIME” აქვეყნებს. ეს მისი მომავალი ალბომის “Angel Tears in Sunlight“- ის მთავარი სინგლია. ჩანაწერი 2021 წლის 19 თებერვალს გამოვა.

კლიპის “MARKING TIME” რეჟისორები იყვნენ ვიქტორია ქედი და სკოტ კირნანი.

ნამუშევარი სტრომის მეგობარს ჯონ ჯენინგს ეძღვნება, რომელიც ალბომის შექმნის დროს გარდაიცვალა.

ავტორმა ალბომის სათაურზე პრეს-რელიზში ისაუბრა. “შენ სევდა დაგაქვს თან, მაგრამ ახლის კურთხევისთვის მუდამ მზად ხარ.” “Angel Tears in Sunlight “- დან შემოსული თანხის ნაწილი იგუანების საერთაშორისო ფონდს დაეხმარება – არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც მხარს უჭერს კონსერვაციას და ისეთ პროგრამებს, რაც მათსავე გავრცელების არეალში ველური იგუანების გადარჩენის შანსებს გაზრდის.

პაულინა ანა სტრომის ბოლო სტუდიური ალბომი 1988 წლის მარტში გამოიცა

Angel Tears in Sunlight:
01 Tropical Convergence
02 Marking Time
03 Still Hope
04 Temple Gardens at Midnight
05 The Pulsation
06 The Eighteen Beautiful Memories
07 Equatorial Sunrise
08 Small Reptiles on the Forest Floor
09 Tropical Rainforest

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *