რუდი ვენ გელდერი, ერთ ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი ხმის ჩამწერი ინჟინერი ჯაზში, 1952  წლიდან მის გარდაცვალებამდე (2016 წ.)

ვენ გელდერის ხმის ჩამწერ სტუდიაში არის ჩაწერილი ჯაზის ისტორიისათვის უმნიშვნელოვანესი ალბომები.

თითქმის ყველა “Blue Note Records” – სესია 1958 წლიდან 1975 – მდე ამ სტუდიაში ჩაიწერა.

ისეთმა ჯაზ ლეიბლებმა გამოიყენეს გელდერის სტუდია ალბომების ჩასაწერად, როგორებიცაა :  Prestige, Impulse!, Verve და CTI.

ვენ გელდერის კლიენტებს შორის იყვნენ ჯაზის ისეთი ლეგენდები, როგორებიც არიან : მაილს დევისი, სონი როლინსი, ქოლმან ჰოქინსი, ართ ბლეიქი, აჰმად ჯამალი, ჯონ ქოლთრეინი, თელონიუს მონქი,  მილთ ჯექსონი, ჰენქ მოუბლი, ქენონბალ ადერლი, ჩარლზ მინგუსი, ჰორას სილვერი და უამრავი სხვა.

დღეს, 14 ნოემბერს, პირველად სტუდიის არსებობის ისტორიაში, სტუდიაში შესრულებული მუსიკა იქნება პირდაპირ ეთერში.  

პირდაპირი ჩართვების სერიას, რუდი ვენ გელდერ – ის ისტორიული ჩამწერი სტუდიიდან გახსნის ლეგენდარული კონტრაბასისტი რონ ქართერი, ჯო ლოვანოსთან (ტენორ საქსაფონი), ისაია თომპფსონთან (პიანისტი) და ქენი ვაშინგტონთან (დასარტყამი ინსტრუმენტები) ერთად.

ეს კონცერტი ეძღვნება ამერიკელ ტენორ საქსაფონისტს და კომპოზიტორს, ჰენქ მობლის.

კონცერტზე დასასწრებად მიყევით ბმულს : https://www.vangelder.live/

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *