ბრისტოლი, ლისაბონი, ნაირობი, კაირო, კიევი, ოიჰანესბურგი, ბერლინი, ნეაპოლი, ლუანდა, ლაგოსი – ეს ის ათი ქალაქია, რომლების საცეკვაო მუსიკის ისტორიის და დღევანდელობის შესახებ წაიკითხავთ წიგნში „Ten Cities”.
2 კონტინენტის ეს 10 ადგილი, ფაქტობრივად საკულტო ქალაქებია, სადაც დაიბადა და განვითარდა თითოულისთვის ინდივიდუალური ხასიათის მქონე საცეკვაო მუსიკა და შესაბამისად კულტურაც, რომელიც ამ მუსიკის ორგვლივ შეიქმნა.
“Ten Cities” – ასე ჰქვია არა მხოლოდ წიგნს, არამედ პროექტს, რომელიც უკვე 10 წელია სხვადასხვა ფორმით ერთმანეთთან აკავშირებს ევროპულ და აფრიკულ მუსიკას. მათ შორის 2014 წელს გამოშვებული ალბომით.
1960-2020 წლების ინსაიდერულ ამბები და ისტორიები ევროპისა და აფრიკის ქალაქების ქლაბინგ კულტურის შესახებ, 25 ავტიორის მიერაა დაწერილი, რომელთა შორის არიან კლუბების აქტივისტები, კოლექციონერები, ჟურნალისტები…