საოცნებო მომავალი, როდესაც სოციალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით და საყვარელი არტისტების კონცერტებსაც უშიშრად დავესწრებით, არც ისე შორსაა.

ამერიკული კომპანია Ticketmaster, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდეს ბილეთების გაყიდვისა და სადისტრიბუციო პლატფორმას წარმოადგენს, პოსტ-პანდემიურ გეგმაზე მუშაობს.
კონცერტებზე უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად Ticketmaster ავითარებს აპლიკაციას, რომლის მეშვეობითაც მოიპოვებენ ინფორმაციას ბილეთის მფლობელის ტესტის პასუხსა და ვაქცინის სტატუსზე.
პროცესში ჩართულები იქნებიან ტესტებსა და აცრებზე პასუხისმგებელი კლინიკებიც, რომლებიც ონლაინ რეჟიმში მიაწვდიან ინფორმაციას Ticketmaster-ს.

კონცერტებზე დასწრება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ აცრაც გაკეთებულია და კონცერტამდე 24-72 საათამდე გაკეთებული ვირუსის ტესტის პასუხი – უარყოფითი.
შესაბამისად, დაუშვებელი იქნება ბილეთების გადაყიდვაც.

“Ticketmaster-ის მიზანია, შექმნას უსაფრთხო გარემო, რომელიც მორგებული იქნება როგორც სტუმრებზე, ასევე სცენებზე. ჩვენ გვინდა, გულშემატკივრებს კონცერტებზე დაბრუნების რამდენიმე სხვადასხვა გზა შევთავაზოთ. ამიტომ ჩვენი ყველა გადაწყვეტილება მსმენელის სურვილებზე და ასევე ოფიციალურ რეკომენდაციებზე იქნება მორგებული” – კომპანიის პრეზიდენტი მარკ იოვიჩი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *