თუ გგონიათ, რომ თეთრ სახლში სერიოზული საქმეებისგან განტვირთვისა და შთაგონების მიღებისთვის მუსიკა არ სჭირდებათ, ძალიან ცდებით.

იმისათვის, რომ შევიგრძნოთ ნამდვილი პრეზიდენტობა რას ნიშნავს, ბარაკ ობამა აქვეყნებს კომპოზიციების ნაკრებს, რომლებსაც თეთრ სახლში ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე უსმენდა და პრობლემის გადაჭრის გზებსა თუ შთაგონებას სწორედ მუსიკის თანხლებით ეძებდა.

“მუსიკა ყოველთვის უდიდეს როლს თამაშობდა ჩემს ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი – პრეზიდენტობისას. თეთრ სახლში ყოფნისას მე და მიშელი მუდამ ვიწვევდით არტისტებს, ვახვედრებდით მათ დამწყებ შემსრულებლებს, ვატარებდით საღამოებს. რამდენიმე დაუვიწყარი წარმოდგენაც შემიძლია აღვნიშნო: ბიონსეს შესრულება ჩემი ინაუგურაციის პირველ ცეკვაზე, ბობ დილანი, პოლ მაკკარტნი და სხვები. ამიტომაც გადავწყვიტე ეს ყველა კომპოზიცია ერთ ფლეილისტში მომექცია. იმედი მაქვს, ისიამოვნებთ” – წერს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი.

მაშ ასე, იხილეთ ოვალური კაბინეტით ინსპირირებული ფლეილისტი:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *