Martin Gore, Depeche Mode-ის დამაარსებელი, ვოკალისტი და სიმღერების ავტორი, სოლო EP-ზე მუშაობს, რომელსაც “მესამე შიმპანზე” ერქმევა და 29 იანვარს გამოვა.
“The Third Chimpanzee” 5 კომპოზიციისგან იქნება შემდგარი და სინთპოპსა და ატმოსფერულ ელექტრონიკას გააერთიანებს. ავტორის თქმით, მის წინა ნამუშევრებთან შედარებით, ახალი EP ყველაზე სურეალისტურია.
“პირველი კომპოზიციის ჩაწერის შემდეგ მივხვდი, რომ მას ადამიანზე მეტად პრიმატის ხმოვანება ჰქონდა, რამაც გამახსენა წიგნი “The Rise and Fall of the Third Chimpanzee”. ამ სახელმა ალბომსაც თავისი მნიშვნელობა შესძინა – ისიც პრიმატებიდან ერთ-ერთის ნახელავია” – აცხადებს მარტინ გორი.
29 იანვრამდე კი ავტორი EP-ს ყდას და მეორე კომპოზიციას აქვეყნებს, სახელად Mandrill.