ეს პატარა სტატია იაპონელ მუსიკალურ მოვლენას – Nabukazu takemura-ს გაუკეთებს რევერანსებს. 

ჩემი ტვინი ამ მუსიკოსს მინიმალიზმის წარმომადგენლად იმახსოვრებს. არადა ტაკემურას შემოქმედება ერთმანეთში ურევს ჯაზის, ელექტრონული ჯაზის, კამერული მუსიკის, გლითჩის (ეს არის ის ფხაჭნია, უცნაური, მსხვრევადი და ექსპერიმენტული ხმები თანამედროვე ავანგარდისთვის კლასიკად რომ იქცა), ვოკალური ქორალის და ელექტრონიკის დეტალებს. ჩემთვის მინიმალიზმია აქ მნიშვნელოვანი უბრალოდ იმიტომ, რომ არ აქვს მნიშვნელობა სად იღვიძებ, მერე სად მიდიხარ, გარეთ თოვს თუ არა, პანდემიაა თუ არა, ავტობუსს 35 წუთი ელოდები თუ არა.. ეს მიმდინარეობა ცნობიერში ყველა საგანს თავის ადგილზე ალაგებს და მერე ამ არაკონფლიქტური ხმების ფონზე ორგანიზებულად დაათრევს თქვენს სხეულს სახლშიც, ავტობუსშიც, მთაშიც და ნავზეც.

ალბომი Milano, რომლის დიდი ნაწილიც მუსიკოსმა დიზაინერ ისი მიაკისთვის (ISSEI MIYAKE) სწორედ Moonlit სტუდიაში შექმნა.

Takemura-ს შესახებ  ბევრის წაკითხვა ციფრულ სივრცეში ცოტა რთულია: აშკარად არ არის ის მუსიკოსი, რომელიც ბევრს ლაპარაკობს. მისი სულ რამდენიმე ინტერვიუ არსებობს, ისინიც იაპონურად  და ამიტომ გახდა ჩემთვისაც შეიძლება Moonlit სტუდია ძალიან საინტერესო ადგილი. წარმოვიდგინე, რომ ეს ადამიანი სულ იქ ზის და სინთეზატორებთან ერთად აქ ცხოვრობს. ტაკემურა მუსიკალური გამოცდილების ბერლინში გაგრძელებამდე სწორედ ამ სტუდიაში ქმნიდა მუსიკას და moonlit სტუდია სამუშაო ადგილი იყო არა მარტო მისთვის, არამედ იმ მუსიკოსებისთვის, ვისაც კიოტოში საკუთარი მუსიკის გამოსაქვეყნებლად ლეიბლის პოვნა უჭირდა. 

ისიც საინტერსოა როგორ მოვედით აქამდე: როგორც ვიკიპედია გვეუბნება ტაკემურას ინტერესი მუსიკის მიმართ ბავშვობაში მოსმენილი რადიოს ხმებიდან დაიწყო, იმის შემდეგ კასეტის ფირებით იკმაყოფილებდა ცნობისმოყვარეობას, შემდეგ უკვე ოსაკას ელექტრონულ სცენაზე გამოჩნდა Battle dj-ის სახელით, kool juzz productions ,რომელიც 80-იანებში ოსაკაში გამოჩდა სწორედ ტაკემურას ინიციატივას მოჰყვა. ამ პერიოდის ირგვლივ მუსიკოსის ჯაზის მიმართ ინტერესი სხვადასხვა ფორმით იკვეთებოდა, დღესაც მინიმალიზმის ჟანრშიც კი ძაან ცხადად ჩანს რა ხარისხშია მისი ჯაზი დამასტერებული.  

ცოტა რთული შეიძლება იყოს წარმოსადგენად, მაგრამ ძირითადად საველე ჩანაწერების სტრუქტურას ეყრდნობა, შემდეგ ამას აგენერირებს და საბოლოოდ მისი კომპოზიციები სითეზატორის ხმად განიხილება. ეგეც საინტერესოა, რომ თვითონაც ქმნის ანალოგ სინთეზატორებს, ამიტომ აქ ხშირად მოისმენთ იმ ხმებს, რომელიც უშუალოდ მის მიერ შემქნილი გენერაციის ტექნიკით არის შემქნილი. 

მუსიკის და მსმენელის ურთიერთობის შესახებ ასეთ რამეს ამბობს, რომ “მუსიკა მხოლოდ შემქმნელის და მსმენელის წარმოსახვის მაგნიტური კომუნიკაციის დროს იქმნება.  მთავარია, რომ პილიუსი და მინუსი ერთმანეთს მიეწებოს და ამ პროცესში რაღაც ახალი დაიბადოს. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ლაივ პერფორმანსი თუ ჩანაწერი”. ძააან საინტერესო ტიპია ჩემთვის, მგონია რომ ყველაფერს ასე მაგნიტურ ველებად განიხილავს და მისი მუსიკის მოსმენის დროს ენერგიების მიზიდულობის შესახებ წარმოდგენები კიდევ უფრო ცხადია.

90-იანი წლიდან moonlit სტუდიაში nue-jazz კოლექტივი შეიქმნა. ეს ის მიმართლებაა, რომელიც ჯაზის ელექტრონულ, გლიჩის ან ექსპერიმენტულ ხმებთან ერთად განიხილავს და 90-იან წლებში განსაკუთრებულად პანიკურად ინტენსიური გახდა. ამ პერიოდში ტაკემურა უკვე სტუდიური კოლაბორაციების გარდა  სოლო ალბომებსაც და სინგლებსაც აქვეყნებდა. ჩემი წარმოდგენით ზუსტად ამ დროს იქმნება ის ხმა, რომელიც ყველაზე მეტად ასოცირდება ამ მუსიკოსთან. 

დღეს უკვე აღარ ვიცი რა ხდება ამ მუსიკოსის თავს. ციფრული ჩიტის ხმები ამბობს, რომ 2004 წლიდან მუსიკოსი ბერლინში გადავიდა და თავისი ექსპერიმენტული ხმები უკვე ბერლინის მუსიკალური სცენის გავლენებით განავითარა. ცამეტწლიანი მუშაობის შემდეგ კი Nabukazu Takemura პირველ სტერილურ სოლო ალბომს აქვეყნებს და ეს ალბომი ისეთია, ჩვენი რევერანსებით ასე დასრულება ძალიანაც სამართლიანი გამოვა.

მომავალ რევერანსებამდე,

DAVA

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *