გერმანელი პიანისტი და კომპოზიტორი Nils Frahm ახალი ლაივ ალბომის შესახებ აანონსებს: “ხანმოკლე მოგზაურობა Nils Frahm-თან ერთად” – ალბომი 3 დეკემბერს Erased Tapes ლეიბლზე გამოვა და იმ ოთხი პერფორმანსის ჩანაწერსაც მოიცავს, რომელიც მუსიკოსმა Funkhaus Berlin-ში 2018 წელს გამართა. ფილმი, რომელიც ამ პერფორმანსების დიდ ნაწილს აღწერს, ასევე 3 დეკემბერს, პლატფორმა Mobi-ს საშუალებით გახდება ხელმისაწვდომი.
“თუ ალბომის მოსმენის დროს სადმე აპლოდისმენტების ხმას გაიგებთ, იცოდეთ, რომ ამ დროს ბედნიერად ვიღიმი, ძალიან ამაყი ვარ და მადლიერებას ვგრძნობ ამ მომენტების თქვენთან ერთად გაზიარებისთვის” – Nils Frahm
წყარო: Pitchfork.com
DAVA