ლეგენდარული და დატვირთული კარიერის განმავლობაში როგორც საფეხბურთო მოედანზე, ასევე მის გარეთ, ცნობილ სპორტსმენს მრავალი სიმღერაც მიუძღვნეს.

წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო კომპოზიციას დიეგო მარადონას შესახებ და ისღა დაგვრჩენია, მის საუკეთესო საგოლე მომენტებს მუსიკის თანხლებით გადავხედოთ.

10. Maradó – Los Piojos

არგენტინულმა ურბანულმა როკ ბენდმა Los Piojos, რომელსაც ხშირად The Rolling Stones-საც ადარებენ, ეს სიმღერა 1997 წელს გამოუშვა და MTV-ის ტოპ ათეულიც დაიკავა

9. Capitan Pelusa – Los Cafres

რეგი ბენდმა ბუენოს აირესიდან თავისი კუმირის საპატივსაცემოდ სიმღერა ჩაწერა და საკმაოდ სახალისო კლიპიც გადაიღო შუა საუკუნეების თემატიკით.

8. O Surdato ‘Nnamurato – Massimo Ranieri

ნეაპოლურ კლასიკად აღიარებული ეს სიმღერა მასიმო რანიერის ვერსიითაა ყველაზე ცნობილი. კომპოზიცია თავად მარადონასაც აქვს შესრულებული.

7. Yo Te Sigo – Los Calzones

თუ გაინტერესებთ, როგორ უმღერებდა Sex Pistols დიეგო მარადონას, Los Calzones-ს მცდელობას მოუსმინეთ.

6. Dieguito tango – Fausto Cigliano

ნეაპოლელმა ფოლკლორის მომღერალმა თავისი გმირისათვის ტანგო გადააკეთა და დიეგოს მიუძღვნა.

5. Maradona è meglio ‘e Pelé – Enzo Romano

არაა გასაკვირი, რომ მარადონას გულშემატკივრების საყვარელი სიმღერა ხშირად სწორედ ეს არის. სათაური ხომ ითარგმნება, როგორც “მარადონა ჯობია პელეს”

4. Super asso Argentino – Napoli fans

კიდევ ერთი სიმღერა, რომელიც დიეგო მარადონას გულშემატკივრებმა მიუძღვნეს

3. ‘O reggae e’ Maradona – Jovine

ნეაპოლურმა რეგი ჯგუფმა, ძმების ვალერიოსა და მასიმოს სოლისტობით, ჰიტი 2007 წელს გამოუშვა.

2. La vida tombola (Life is a raffle) – Manu Chao

ლეგენდარულმა მანუ ჩაომ, 80-90 წლებში ბენდ Mano Negra-ს წევრმა, მარადონას დაუვიწყარი კომპოზიცია მიუძღვნა, FIFA-ს კი ქურდი უწოდა.

  1. La mano de dios (Hand of God) – Rodrigo Bueno

ყველაზე ცნობილი კომპოზიცია მარადონას შესახებ როდრიგო ბუენოს ეკუთვნის. კომპოზიცია საცეკვაო კლასიკადაცაა აღიარებული არგენტინაში და დიეგო მარადონას წარმატების ისტორიას ყვება.

ეს ცნობილი და ემოციური სიმღერა თავად ფეხბურთელსაც აქვს შესრულებული.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *