Gash Collective ირლანდიური პლატფორმაა, რომელიც საცეკვაო ელექტრონულ მუსიკასა და ექსპერიმენტულ მუსიკაზე ორიენტირდება.
პლატფორმა ირლანდიელი ქალი DJ-ებისა და პროდიუსერების მხარდასაჭერად 2016 წელს შეიქმნა.
მსგავსი ფლატფორმები უკვე არსებობს SIREN-ლონდონში, Discwoman-ნიუ იორკში და Apeiron Crew-კოპენჰაგენში.
კომპილაციის პრემიერა 4 დეკემბერს შედგება, მანამდე კი 3 დეკემბერს Gash Collective Dublin Digital Radio-ზე 6 საათიან ლაივ სესიას შემოგვთავაზებს, რომელიც დუბლინის დროით 5 PM-ზე დაიწყება.