ანტრაქტიდაზე მოგზაურობის შემდეგ მომღერალი Lorde კლიმტური ცვლილებების მიმართ აქტიურ კამპანიას იწყებს. მისი საექსპედიციო ტურის მოლაპარაკებები 2017 წელს დაიწყო და Antarctica New Zeland-ის სამთავრობო სააგენტოს მიერ დაორგანიზდა. ანტარქტიდიდან დაბრუნების შემდეგ მომღერალმა კლიმატური ცვლილებების შესახებ 100 გვერდიანი ფოტო-კრებულის გამოქვეყნებაც დაანონსა, რომელიც კონტინენტზე მისი ერთწლიანი მოგზაურობის ამსახველი დოკუმენტაციით იქნება გაჯერებული. როგორც Pitchfork წერს, ეს კრებული იქნება მისი შემდეგი ალბომის ინსპირაციაც.
“წარმოვიდგინე, რომ ანტარქტიდა შუაზე იხლიჩება და სამხრეთ ოკეანე წყალს მიაქვს“. – Lorde