დაგდაგანი ახალ სიმღერას აქვეყნებს სახელწოდებით “შენობებს ადევს თრთვილი”. წინა ნამუშევრისგან განსხვავებით, რომელიც თამამი, კრიტიკული რეფლექსიებითაა სავსე და ჯგუფისთვის ტრადიციულ ირონიულ განწყობას ატარებს, კომპოზიცია, რომელიც ზამთრის პირველ დღეს გამოქვეყნდა მელანქოლიური და საკმაოდ სევდიანია. ვოკალისტების ხმები ტრადიციული ჰარმონიით ერევა ერთმანეთში, ტექსტი კი ემპათიას და თანაგრძნობას იწვევს.
კომპოზიცია რომანსის ხასიათით თითქოს ზღვარია იმედსა და უიმედობას შორის, სადაც დანებება და შეგუება გარდაუვალი ხდება.