ამერიკელი მუსიკოსების დუეტი Dezron Douglas და Brandee Younger ახალ ალბომს აქვეყნებენ სახელით “Force Majeure”.

სათაურითვე ადვილი მისახვედრია, რომ ნამუშევარი შეიძლება ლოქდაუნს ეხმიანებოდეს. ასეცაა. მას შემდეგ, რაც არფისტისა და ბასისიტის ჯაზ დუეტს აღარ მიეცა მსმენელთან ცოცხალ რეჟიმში დაკვრის საშუალება, მუსიკოსებმა გამოსავალი ალბომის ჩაწერაში იპოვეს.

“Force Majeure” საცხოვრებელ სახლში ერთი მიკროფონით ჩაწერილი 15 კომპოზიციისგან შემდგარი ალბომია. ამ ეტაპზე ბენდკეპზე 4 ნამუშევრის მოსმენაა შესაძლებელი, რომლებიც მარტივი, ნაზი და მშვიდი მელოდიებისგან შედგება. პირველი კომპოზიცია Coffee (intro) კი სიტყვიერი შესავალია, რომელიც კარგად ხსნის ალბომის ხასიათს და იზიარებს მსმენელის განწყობას, რომელიც დიდწილად ყველასთვის საერთოა.

მოუსმინე აქ

ალბომი სრულად 4 დეკემბერს იქნება ხელმისაწვდომი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *