„მე ადრე ვარ მოსული.. მე ელექტრონული მუსიკისთვის ვარ გაჩენილი, მაგრამ ჩვენთან ამ მუსიკის შექმნისთვის არანაირი ტექნიკური საშუალება არ არის“
ნათელა სვანიძე (1926 – 2017) ქართველი კომპოზიტორი და ელექტრონული მუსიკის პიონერია. 1960- იან წლებში პოლონეთში მოგზაურობამ ნათელას თვალსაწიერი ავანგარდულ მუსიკაში გააფართოვა, რის შემდეგადაც კომპოზიტორმა 1974 წელს სინთეზატორ Synthi – 100-ზე Epitaphium შექმნა.
წელიწადნახევრის წინ ჩანაწერები CES Records-ის დამაარსებელსა და ხელმძღვანელ ნათია სართანია(sTia)-ს ჩაუვარდა ხელთ და 4 სექტემბერს უკვე ლეიბლზე გამოიცა.
ალბომში ნათელა სვანიძის შემოქმედების გარდა HVL, Mess_Montage და თამო ნასიძის ქავერებსაც შეხვდებით.
აქამდე “ნათელას” შეძენა Bleep-ზე იყო შესაძლებელი.
ახლა კი ნათელა უკვე სახლშია! და Vodkast Records-ის ონლაინ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.
აქვე შეგიძლიათ იხილოთ Bleep-ის შეფასება ნათელა სვანიძეზე.