8 დეკემბერს შეზღუდული რაოდენობითა და მხოლოდ ვინილის ფორმატით გამოვა კომპილაციური ალბომი, რომლითაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰიპ-ჰოპ ჯგუფი RUN DMC გაგვაცნობს კომპოზიციებს, რომლებმაც მათ შემოქმედებაზე ზეგავლენა მოახდინეს.

კომპილაციური ალბომის გამოსვლა ემთხვევა ჯგუფის ყველაზე პოპულარული ალბომის “Raising Hell” 34-ე იუბილეს (სწორედ ამ ალბომიდანაა ცნობილი კომპოზიცია It’s Tricky) და ეძღვნება ჯგუფის წევრის, Jam Master Jay-ს, ხსოვნას.

ალბომში 12 კომპოზიცია შევა. ინფლუენსერ არტისტებს შორის იქნებიან: Aerosmith, Kenny G, The Sugarhill Gang, Afrika Bambaataa და სხვები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *