Zouk საცეკვაო მუსიკის ჟანრია, რომელიც 1980-იან წლებში ჩამოყალიბდა კარიბის ზღვის ფრანგულ კუნძულებზე – გვადალუპესა და მარტინიკაზე. აქ ერთმანეთთან შერეულია აფრიკული, კარიბული და ამერიკული მუსიკალური სტილები. რიტმზე ორიენტირებულ ჟანრი გამოირჩევა მსუბუქი განწყობით, რომელსაც ცენტრალური ამერიკის ზღვისპირეთისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა აქვს.

სიტყვა Zouk გვადალუპესა და მარტინიკის კუნძულებზე გაჩნდა და თავდაპირველად ფრანგულ-კროელურ ენაზე ღამის გართობასა და საცეკვაო წვეულებებს აღნიშნავდა. კარიბული მუსიკისთვის, კი რომელიც სწორედ ამ წყვეულებებზე იკვრებოდა, არსებობდა კოლექტიური ლეიბლი რომელსაც ერქვა mizik zouk.

*კროელური ენები მე-17-18 საუკუნეებში ჩამოყალიბდა კარიბის ზღვისპირეთში ევროპელების მიერ კოლონიების შექმნის და ევროპული ენების ადგილობრივ ენებთან შერევის შედეგად. ზოუკ მუსიკის ტექსტებშიც ძირითადად ფრანგულ-კროელური ენაა გამოყენებული.

1979 წელს გვადალუპელმა საუნდ ტექნიკოსმა და ბასისტმა პიერ დეციმუსმა და გიტარისსტბა იაკობ დესვარიქსმა ჩამოაყალიბეს Kassav’ , ჯგუფი რომელმაც მრავალფეროვნება შეიტანა ლეიბლის მუსიკაში, დაამატა თანამედროვე ურბანული და სტუდიური საუნდები და ამ მუსიკას დაარქვა „Zouk”, რომლის ჟანრად ჩამოყალიბება ზუსტად ამ დროიდან იწყება.

Kassav’-მა 80-იან წლებში  არაოფიციალურ კროელურ ენაზე მოლაპარაკე ხალხისთვის „ახლობელი“ მუსიკა შექმნა. ჯგუფის მუსიკა, რომელიც ფრანგულ-კროელური ტექსტების გამოყენებით აძლიერებდა ადგილობრივების იდენტობას და კულტურულ სიამაყეს, საზოგადოებრივი მოძრაობის საფუძველიც აღმოჩნდა, რომელიც ითხოვდა ფრანგული ანტილების ენისა და კულტურის ლეგიტიმაციას.

ამის გარდა Kassav’ სხვა „მეზობელი“ მუსიკისგან გამოირჩეოდა სტუდიური საუნდებით, სითეზატორების გამოყენებით, ვოკალისტი ქალებით, სპეციფიკური რიტმით…

მკვეთრი ლოკალური ხასიათის მიუხედავად, დროთა განმავლობაში ზოუკი საერთაშორისო სცენაზეც გამოჩნდა. მართალია Kassav’-ის დამფუძნებლები  გვადალუპედან იყვნენ, მაგრამ კარგი საერთაშორისო კავშირებიც ჰქონდათ. ისინი მოგზაურობდნენ და უკრავდნენ ევროპაში. ამან კი დროთა განმავლობაში გზა გაუხსნა სხვა zouk მუსიკოსებსაც, ჟანრი კი გაიზარდა და უფრო კოსმოპოლიტური გახდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ზუკმა მოახერხა საფრანგეთის ანტილის მსოფლიო მუსიკის რუკაზე გამოჩენა, ასეთი გლობალურობას ჟანრმა თავისი “კრეოლეზმის” ზოგიერთი ელემენტი შესწირა.

თუმცა, ზოუკი დღემდე რჩება ფრანგულ-კარიბული ხასიათის ერთგული ჟანრი.

Zouk სელექცია:

https://soundcloud.com/daira-podcast/daira-x-dancing-on-architecture-keti-razmadze-presents-zouk

1. Computer-Yves Mondesir & First Class
2. Creighton Hudson – Soca Is Soca
3. Tatiana Miath – Romantik
4. Ophélia – Aie Dominique
5. Vizinha Ka Bale – Jacinta Sanches
6. Tanya St Val – Pouki Tou Sa (Carole)
7. lorchestre_septentrional-septen_douce
8. mona ki ngi xica (bonga)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *