ქართული ინდი ჯგუფი “კოლექტივი” ახალ კომპოზიციას აქვეყნებს სახელით “საპნის ოპერა”
კოლექტივი ქართული ინდი ბენდია, რომელიც 6 წარმომადგენლისგან შედგება და თითქმის 1 წელია რაც მუსიკის შექმნითაა დაკავებული.
ბენდის წევრები არიან – მიხო კალანდარიშვილი, მარიამ სამუშია, სანდრო დიასამიძე, გიკო კვანტრიშვილი, დიმა დიასამიძე და გიორგი ტეცოშვილი.
როგორც ბენდი “კოლექტივი”-ს Facebook გვერდი გვაუწყებს –
“კოლექტივი არის მუსიკალური საზოგადოება დაინტერესებული კითხვით – სად გაქრნენ ეტრუსკები?”
ვისაც ეტრუსკების გაქრობის შესახებ გაქვთ ინფორმაცია შეგიძლიათ მათ Facebook გვერდს მიმართოთ, თუ არადა გთავაზობთ კომპოზიცია საპნის ოპერას –
ნახატი: მარიამ საკნელაშვილი
ანიმაცია: თათა მანაგაძე