კელტები – უძველესი ინდოევროპული წარმოშობის ტომები, რომელთაც ძირითადად ენა და მატერიალური კულტურა აერთიანებდათ. მათ ეკავათ საკმაოდ ვრცელი ტერიტორია დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. ძველად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პაგანისტური ცივილიზაცია იყო სწორედ ანტიკური კელტების ცივილიზაცია, რომლის კვალიც დღევანდელობამდე ძირითადად პოპულარული მითების, ზღაპრებისა და ლეგენდების სახით მოვიდა. ასევე ცნობილი მწერალი ჯონ რონალ ტოლკიენი, „ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგიის ავტორიც, თავის ჯადოსნურ სამყაროს სწორედ კელტური მითებისა და ზღაპრების საფუძველზე აგებდა.

კელტური მუსიკა გამოირჩევა როგორც ვოკალით, ასევე მრავალფეროვანი ინსტრუმენტალით. იგი წარმოადგენს სხვადასხვა ჟანრების ერთობლიობას, დაწყებული ტრადიციული ფოლკორიდან, დამთავრებული ქანთრით ან ექსპერიმენტული პოპით. როგორც სტილი, დროთა განმავლობაში მრავალი მიმართულებით დაიყო. იცვლებოდა ინსტრუმენტები, თვით ინსტრუმენტების გამოყენების ტექნიკები, ვოკალი და სხვა დეტალები, მაგრამ მთავარი კულტურული ელემენტი უცვლელ ფონად რჩება. სწორედ ეს ჟღერადობა ხდის განსაკუთრებულს ამ სტილს. მთავარი უწყვეტი ხაზი კი სწორედ ამ სპეციფიკურ მელოდიურობაშია, რომელიც მხოლოდ კელტური კულტურისთვისაა დამახასიათებელი. გთავაზობთ ჩემს რჩეულ კომპოზიციებს :

1. Mark Knopfler – Whistle Theme
2. Van Morrison & The Chieftains – She Moved Through The Fair
3. Clannad – I See Red
4. Jerry Garcia and David Grisman – Friend of the Devil
5. The Pogues – Fiesta
6. Afro Celt Sound System – Éireann
7. Loreena McKennitt – Prologue
8. Enya – Triad

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *