გამოცემა the Quietus 2020 წლის ბოლოს რჩეული მუსიკის ჩარტს აქვეყნებს, რომელშიც 100 კომპოზიციიდან მე-16 ადგილზე ქართულ-ფრანგული პროექტის “მურმან წულაძის” ნამუშევარია.
La flemme de danser \ მოდი წავიცეკვოთ თითქმის 1 წლის წინ გამოვიდა.
ნაწყვეტი 2019 წლის ინტერვიუდან:
“გამარჯობა, მე ვარ მურმან წულაძე, ბენდის შემქნელი.. 3 წლის წინ პროექტი მარტომ, ბრიუსელში დავიწყე. მინდოდა, ჩახვეული ელექტრო პანკ მუსიკა შემექმნა და გამერია ყველა სტილთან. წელიწადნახევრის წინ ვეძებდი ბასისტს. ჩემმა მეგობარმა „ზაური მახაჭკალამ“ ანუ nunez-მა შემომთავაზა რომ ერთად დაგვეკრა. ჩემი მუსიკა რომ მოვასმენინე, ძალიან მოეწონა, აპრილში კი უკვე “კრიკორ აზნადაროფსი“, ბითმეიკერი შემოგვიერთდა, რომელიც ჩვენი საერთო მეგობრებისგან გავიცანით. მან ჩვენი ერთი სიმღერის ისეთი კარგი მიქსი გააკეთა, რომ ბენდში ავიყვანეთ. ასე რომ სცენაზე სულ სამნი ვართ.”
დეტალურად ბენდის შესახებ: marketer.ge