ქართველმა პროდუსერმა და დიჯეიმ Trotsky ახალი EP გამოუშვა. რელიზი, რომელიც 2 ტრეკისგან შედგება, იტალიურ ლეიბლ Howl-ზე გამოიცა.
“ჟიოვანი ვერინამ, ლეიბლ ჰოულის მამამ, მისმინა ჩემი ლაივი, რომელიც შედგებოდა პანდემიის დროს ლოქდაუნების პერიოდში დაწერილი მუსიკისგან. ლაივი დენსფლორ ჟღერაფობაზეა ორიენტირებული, იმდენად რამდენადაც ბარები, კლუბები, ფესტივალები წელს ყველაზე მეტად დაგვაკლდა. თითქოს ამ ტრეკებით შევეცადე ლოქდაუნების მოხსნა დამეჩქარებინა შინაგან დროში.”
ეს პირველი სოლო რელიზია არა-ქართულ ლეიბლზე და მოგვიანებით კიდევ ერთი ტრეკი გამოვა ამ ლეიბლის კომპილაციაში.