ახალ წელს მუსიკის ბაზარზე ახალი კომპანია გამოჩნდა. Straus booking | Straus Entertainment 4 სხვადასხვა ქვეყნის (აშშ, გერმანია, უკრაინა, საქართველო) ბაზარზე მუსიკოსების ბუქინგზე, ტალანტების მოძიებაზე, კონსულტაციებზე იმუშავებს. განსაკუთრებული აქცენტები კი ქართული პროდუქტის უცხოურ ბაზარზე გატანასა და პოპულარიზაციაზე გაკეთდება.

წამოწყებას სათავეში დავით ცინცაძე უდგას.

“მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მუსიკალურმა სცენამ ბოლო 10 წელიწადში უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა, იმისათვის რათა თავი საბოლოოდ დავიმკვიდროთ ინდუსტრიის მსოფლიო რუკაზე კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ეს ეხება როგორც ენტერპრენერებს, ასევე უშუალოდ არტისტებს. ბოლო 7-8 წელია რაც ლამის ნახევარი მსოფლიო მოვიარე ამ ინდუსტრიაში კონტაქტების მოსაპოვებლად და გასაღრმავებლად. შესაბამისად, ახლა ვფიქრობ დროა ვცადო ბუქინგ სააგენტოს დაწყება იმ 4 ტერიტორიაზე რომელსაც მეტნაკლებად კარგად ვიცნობ და რომელიც ე.წ. “აბრეშუმის გზის” ნაწილია არტისტების ტურის განრიგების მიხედვით ამერიკასა და ევროპაში.

Strausbooking.com

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *