გერმანელი დიჯეისა და პროდიუსერის Phillip Lauer-ის რიგით მეოთხე სტუდიური ალბომი სახელწოდებით “Answers 2 Trouble” 2 აპრილს Permanent Vacation-ზე გამოვა.
შეგახსენებთ, რომ Gerd Janson-თან და Running Back-თან მჭიდრო თანამშრომლობის შემდეგ ეს მისი მიუნხენურ ლეიბლზე ერთგვარი დაბრუნება და Borndom (2015)-ის შემდეგ გამოცემული მეორე LP იქნება.
ალბომის გარეკანზე დატანილი ნამუშევარი Holger Wüst-ის ანგარიშზეა, ხოლო პირველი სინგლის თანაავტორი Fabrizio Mammarella გახდა.