ჰაუს მუსიკის ცნობილ ბრიტანულ ლეიბლზე, Defected Records-ზე, იტალიელი დიჯეის და პროდიუსერის Vito Lucente-ს, იგივე Junior Jack-ის პოპულარული თრექის “Hold Me Up”-ისთვის შექმნილი რემიქსების სერია გამოქვეყნდა.
Michael Gray-ის, Riva Starr-ის და Ferreck Dawn-ის რემიქსებს, თავად ავტორის, 2003 წელს ჩაწერილი JJ’s Extended Vocal Mix-იც ახლავს. ამ უკანასკნელს დამატებული ლეგანდარული Jocelyn Brown-ის სიყვარულით გაჯერებული ვოკალი კი, მონატრებული ზაფხულის საფესტივალო დღეების გასახსენებლად და ამაღლებული განწყობის შესაქმნელად, ნამდვილად საკმარისი ფორმულა უნდა აღმოჩნდეს.