გასული 12 თვის განმავლობაში, სხვადასხვა ცნობილი მუსიკოსის გაერთიანების მიზნით BBC Radio 1-ის პარასკევის ეთერში Danny Howard-ის რადიო შოუ “Lockdown Link Up” გადიოდა.

სწორედ ასე, იზოლაციის დროს შემთხვევითი პრინციპით შერჩევის საფუძველზე შეიქმნა Franky Rizardo-სა და ცნობილი ბრიტანული ბენდის Hot Chip-ის წევრის, Joe Goddard-ის კოლაბორაციული ნამუშევარი “No Judgement”.

როგორც ჩანს ახლა, როდესაც პანდემიური პერიოდის დიდი ნაწილი უკან მოვიტოვეთ, საკმაოდ სწრაფად პროგრესირებადი თრექის დარელიზების დროც დადგა. ამგვარად, ძლიერი ემოციური ვოკალით გაჯერებული, მელოდიური კომპოზიცია Pete Tong-ის FFRR Records-ზე სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *