Jeff Mills-მა ელექტრონული მუსიკის ჟურნალი The Escape Velocity დააარსა.
ახალი პროექტი მისი გამომცემლობის Axis Records-ის ფარგლებში მოექცა და ინფორმაციაზე წვდომა, სწორედ Axis-ის ვებ-გვერდის მეშვეობით, სრულიად უფასოდ არის შესაძლებელი.
The Escape Velocity-ს ციფრული გამომცემლობა ვიდეორგოლებსა და ინტერაქტიული გამოსახულებების კონტენტს მოიცავს, ფიზიკური სახით კი 3 თვეში ერთხელ გამოვა.
დეტროიტელი დიჯეის განცხადებით ახალი წამოწყების მიზანს, ელექტრონული მუსიკის შესახებ საუბრების და აზრების გაცვლის შედეგად “მუსიკის ჩვენი ცნობიერების ფარგლებს მიღმა გაყვანა” შეადგენს.
ჟურნალის პირველ ნომერში Tadeo-ს, Mike Storm-ის და Terence Dixon-ის ინტერვიუების წაკითხვა შეგეძლებათ. გარეკანზე კი ამერიკელი არტისტის, Haqq-ის მიერ აგებულ ფუტურისტულ ილუსტრაციას იხილავთ.