ნიქ ქეივი ახალ ალბომს Carnage, რომელიც 25 თებერვალს გამოქვეყნდა, შემდეგნაირად ახასიათებს –
სასტიკი, მაგრამ სათემო კატასტროფაში დაბუდებული უმშვენიერესი ჩანაწერი.
ნიქ ქეივი და უორენ ელისი მუსიკალურ სამყაროში სულიერი მეგობრების ტოლფასნი არიან. მიუხედავად იმისა, რომ ერთად უკვე ათწლეულებია მუშაობენ, მათ საერთო სრული ალბომი აქამდე ჯერ არ გამოუციათ.
უორენ ელისის განცხადებით ალბომზე მუშაობა ინტენსიური შემოქმედებითი პროცესი იყო, სადაც რვავე კომპოზიცია ორდღე-ნახევარში გარკვეული ფორმით უკვე დასრულებული ჰქონდათ.
Carnage თითქმის ყველა მუსიკალურ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი, თუმცა, რადგან ქართველი მსმენელებისთვის ის Soundcloud-სა და Youtube-ზე დაბლოკილია, მის მოსასმენად VPN-ის მოშველიებას გირჩევთ.