იაპონელმა კომპოზიტორმა, იუკო არაკიმ, რომელიც 2017 წელს საკუთარი პროექტით წარდგა ექსპერიმენტულ ელექტრონულ მუსიკაში, ახალი ტრეკი “Moonstoke in the Mountain” გამოაქვეყნა. აბსტრაქტული რიტმითა და იაპონური ტრადიციული ინსტრუმენტების ჟღერადობებითმ არტისტი ხმაურიან ბგერებსა და პოსტ-ინდუსტრიულ ტექნოს ახალ მიმართულებას სძენს.

70-იანების პროგრესული როკისა და თავისუფალი ჯაზის ინსპირაციით, მის კაკოფონიურ კომპოზიციებში ვიბრირებადი ტონალობები ეიფორიულ და, იმავდროულად, დისფორიულ განწყობებს ქმნის. აღნიშნული ტრეკი ალბომის “End of Trilogy”-ის ნაწილია, რომელიც 2021 წლის აპრილში ავსტრალიურ ჩამწერ ლეიბლზე, “Room40”-ზე გამოქვეყნდება.
ვიზუალურმა არტისტმა, დეიზი დიკენსონმა, “Moonstroke in the Mountain” ჰალუცინაციური, ორგანული სურათ-ხატებით, ბუნების მოციმციმე, “მჟავასებრი” კადრებითა და მისტიკური გამომეტყველების ეფემერული მზერით გააფორმა, რამაც იუკო არაკის მუსიკას მეტი აბსტრაქცია შესძინა.
