A Day to Remember, ამერიკული როკ-ბენდი, ხუთი წლის ლოდინის შემდეგ ახალ ალბომს – “You’re Welcome” – უშვებს. ახალი LP 5 მარტს იქნება ოფიციალურად გასაჯაროებული. ჩვენთვის ცნობილი ორი ტრეკი – “Brick Wall” და “Everything We need”- დაახლოებით გვიქმნის შთაბეჭდილებას, თუ რას უნდა ველოდოთ ამ ალბომისგან.
როგორც ბენდის წევრები აღნიშნავენ, დეტალებს დიდ ყურადღებას ანიჭებენ თავიანთ პროდუქტში და ეს დეტალები მოგვითხრობენ ჯგუფის მუსიკალურ ისტორიას. ისინი ყოველთვის ცდილობენ, თითოეული დეტალი იყოს სრულყოფილი და ყველა დამოუკიდებელ აზრს ჰქონდეს მნიშვნელოვანი კავშირი მთავარ იდეასთან. ამ ალბომით ისინი გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას თანამედროვე მუსიკისადმი.
ბენდი ცნობილია თავისი უნიკალური ჟღერადობით, რომელიც მოიცავს მძიმე მეტალიდან პოპ-ფანკამდე დიაპაზონს. “Brick Wall”-ი, ერთ-ერთი გამოშვებული ტრეკი, მოქცეულია ამ სპექტრუმის შუაში, მელოდიური დასაწყისითა და გამანადგურებელი დასასრულით. ხვალ კი, უკვე გვექნება შესაძლებლობა სრულად მოვუსმინოთ ალბომს და გავიგოთ თუ რის სრულყოფას მოანდომა ბენდმა ბოლო ხუთი წელი.