ბოლო 6 თვის მანძილზე კანადელმა პროდიუსერმა Richie Hawtin-მა საკუთარი ცნობილი პროექტის Plastikman-ის ფარგლებში, პრადას მოდის ონლაინ ჩვენებისთვის 3 საუნდთრექი მოამზადა.
თითოეული მათგანი სხვადასხვა ჩვენებას შეესაბამება, კერძოდ: ქალის გაზაფხული/ზაფხულის და შემოდგომა/ზამთრის კოლექციებსა და მამაკაცის შემოდგომა/ზამთრის კოლექციას.
პირველი ორი კომპოზიცია “Sin Thetik” და “Narkosis / Spektre” იანვარში იქნა გამოშვებული, მაგრამ ახლა მათი კიდევ ორი ალტერნატიული ვერსიის მოსმენაც გახდა შესაძლებელი.
პრადასთან თანამშრომლობის აღწერის დროს, მუსიკოსი აღნიშნავს, რომ მის მიერ გაწეული სამუშაოს შთაგონების წყარო, თავად პრადას კრეატიული დირექტორების Miuccia Prada-ს და Raf Simons-ის კონცეფციები გახდა.
“მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ახალ კოლექციას საკუთარი თემატიკა მოჰყვებოდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ Prada-ს ვიზუალური ენა და Plastikman-ის ხმოვანი ესთეტიკა, შესანიშნავ სიმბიოტიკურ კავშირს დაიჭერდნენ” – აცხადებს Richie.