ნიუ-იორკის ჰაუსის პიონერი Todd Terry, ორთვიან ინტერვალში უკვე მეექვსე სინგლს აქვეყნებს.
“I Was Dancing” რიგით მეექვსე კომპოზიციაა, რომელიც ცნობილმა პროდიუსერმა, წელს “U Know Baby”-ს, “To The Jungle”, “Feel The Basz”, “Make It Work” და “So Free”-სთან ერთად, საკუთარ ლეიბლზე, InHouse Records-ზე გამოუშვა.
თანამედროვე და ოლდ-სქულის ელემენტებისგან შემდგარი, 90-იანების ენერგიის მატარებელი თრექის შეძენა, traxsource.com-ზე არის შესაძლებელი.