ნიუ-იორკელი მუსიკოსი, Kamron Saniee SVS Records-ზე ახალ EP-ს აქვეყნებს. ნამუშევარზე საუბრისას, მისი თქმით, ყოველი ტრეკი სხვადასხვანაირ ეიფორიას იკვლევს.
Amnion, რომელიც “ეფიორიათა კვლევის” ერთ-ერთი ტრეკია, სანაყოფე გარსს ნიშნავს და მუსიკალურ ინდუსტრიაში ფუტურიზმის კარგი მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ, ძირითადად, მისი ახალი EP-ის ტრეკები 2000-იანების პოსტ-ტექნო ექსპერიმენტულობით ხასიათდებიან, “ეიფორიათა კვლევები” ინსტრუმენტული პიესების, ეწიუდების (მაგალითად, ფერენც ლისტის) არაპირდაპირი რეფერენსია.
Kamron Saniee მის სოლო რელიზში კონცენტრირებულ, რიტმულ ელექტრონიკას ქმნის, რომელიც ლაღი, და, იმავდროულად მძაფრი ენერგიით ხასიათდება.
სინთეზატორული მელოდია და მოულოდნელი, “წვრილი” ხმები მსმენელებს სიზმრისეულ, ეიფორულ მდგომარეობაში უძღვებიან.
ტრეკი, Amnion კი, მეცხრამეტე საუკუნის კომპოზიტორ, სტივ რაიხის მინიმალიზმთან იკვეთება. მისი განმეორებადი ხმებისა და მელოდიიდან გამომდინარე, იგი ექსპერიმენტის ნაწილია.
“ეიფორიათა კვლევის” დანარჩენი ტრეკები ხელმისაწვდომია Bandcamp-ზე.