ბრიტანელმა კომპოზიტორმა და მომღერალმა ლაურამ მვულამ, გაგვანდო მისი ახალი ალბომის გამოშვების თარიღი. არტისტის გულშემატკივრებს, 2 ივლისს ელოდებათ ახალი ალბომი, რომელიც პირველი მასშტაბური პროექტია 2016 წლის შემდეგ. როგორც მომღერალი აღნიშნავს, ალბომი გაჟღენთილია 80-იანების შთაგონებებითა და თბილი ტონებით.
პირველი სიმღერა, რომელიც მომღერალმა გაგვიზიარა არის “Church Girl,” რომელიც სავსეა 80-იანების პოპის ჟღერადობით. ეს ტრეკი ასახავს არტისტის ფილოსოფიურ მეტამორფოზას. როგორც მომღერალმა ახსნა, მან მიიღო გადაწყვეტილება რომ მისი ქმედებები აღარ განისაზღვრებოდს პოლარული მახასიათებლებით, როგორიცაა კარგი ან ცუდი. ლაურა მიიჩნევს, რომ მისი ფიქრები, წარმატება და გარეგნობა არ უნდა განსაზღვრავდეს ავტომატურად თუ ვინ არის ის, როგორც პიროვნება, რომელიც ბევრად უფრო კომპლექსური ცნებაა. თუ რას გულისხმობს არტისტი და რისი თქმა სურს ამ პროექტით, ალბომის მოსმენის შემდეგ უკეთესად გავიგებთ.