სამხრეთაფრიკელი მუსიკოსი, Alice Phoebe Lou ახალ ალბომს, Glow-ს აქვეყნებს.
Glow მისი მესამე სტუდიური ალბომია, რომელიც 12 ტრეკს აერთიანებს.
“სიმღერების სიყვარულზე წერის ცოტა მრცხვენოდა, თუმცა ახლა იმ იდეას მივესალმები, რომ მუსიკა, შესაძლოა, ვინმესთვის მეგობარი იყოს, და მსმენელმა მასზე თვით-რეფლექსია მოახდინოს. ეს ალბომი ჩემი ქვეცნობიერიდან და გულიდან გადმოიღვარა. ზოგჯერ სიყვარული და მისი დაკარგვა, ყველაზე ახლო რამ არის, რაც შეიძლება განვიცადოთ.”, – ამბობს ელისი და აღნიშნავს, რომ ალბომის შექმნის მთავარი ინსპირაცია 2020 წელს უკავშირდება.
ალბომი ელისის ერთ-ერთი სიმღერის “Only When I”-ის ცოცხალი შესრულებით იწყება.
ალბომი ხელმისაწვდომია როგორც Spotify-ზე, ისე – Youtube-ზე.