ჯგუფი Metronomy-ის ალბომს: “The English Riviera”-ს 10 წელი შეუსრულდა. MGMT ბრიტანული ინდი-პოპ ბენდის იუბილეს მათი სინგლის გარემიქსებით აღნიშნავს. “the look” 2011 წლის 11 მარტს გამოუშვა Metronomy-მ, ვიდეო-კლიპთან ერთად, რომელზეც ლორენცო ფონდა მუშაობდა. 2013 წელს კი, სინგლი ალმოდოვარის ფილმში, “Los amantes pasajeros” -შიც გაჟღერდა.

მოუსმინეთ სიმღერას – “The look”:

Metronomy საიუბილეო წელს “The English Riviera”-ს უბრუნდება. არგამოშვებული, თაროზე შემოდებული სიმღერების დამატებით მას ახალ სიცოცხლეს შთაბერავს. განახლებული ალბომი 30 აპრილს გამოიცება Because-ზე.

მოუსმინეთ MGMT-ის რემიქსს.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *