KeyiaA-ს სადებიუტო ალბომის ფირფიტის ჩანაწერი 27 მარტს გამოვა, რომლის ციფრული ვერსიაც 2020 წლის მარტში გამოვიდა. ამერიკელი მომღერალი და პროდიუსერი ნიუ-იორკშია დაფუძნებული. გულშემატკივრებს საშუალება აქვთ, დღეს, ამერიკის დროით საღამოს 7 საათზე, უყურონ ალბომის ახალი ვერსიის წარდგენის ლაივსტრიმს, Bandcamp-ის პლატფორმაზე.
ალბომი შედგება 16 ტრეკისგან, რომლებიც გადმოსცემენ სიყვარულის, განთავისუფლებისა და დანაკარგის შეგრძნებებს. არტისტმა თითქმის დამოუკიდებლად იმუშავა ალბომის ციფრულ ვერსიაზე. როგორც ის აღნიშნავს, ბუნებრივი იყო მარტო ყოფნის სურვილი ალბომზე მუშაობისას, რადგანაც მისი კომპოზიციების ტექსტების უმრავლესობა დატირებაა მარტოობაზე. ალბომი სავსეა არტისტის უნიკალური მუსიკალური ენით, რომელიც გაჟღენთილია R&B-სა და Soul -ის შეგრძნებებით.