‘MUSIC, MAKERS & MACHINES’ უფასო ონლაინ გამოფენაა, რომელიც ელექტრონული მუსიკის მემკვიდრეობას ეძღვნება. ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ 13 000მდე ფოტო და ვიდეო მასალა დაათვალიერონ. ონლაინ პლატფორმა სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებსაც აძლევს შესაძლებლობას მიიღონ სპეციალური კურსი, რათა უკეთ გაეცნონ სცენის ისტორიას.
გამოფენის ფარგლებში აღმოაჩენთ სხვადასხვა აპარატურას, მნიშვნელოვან ქალაქებს და რეივ კომუნებს.
გამოფენა თვალსაჩინოს ხდის ამბავს დაბსტეპზე, რომელიც ფოტოგრამ ჯორჯინა კუკის მიერ არის აღწერილი. გაეცნობით გრაიმის ისტორიასაც. დაათვალიერებთ ახალგაზრული კულტურის მუზეუმში დაცულ ფლაერების კოლექციასაც. ასევე შეძლებთ გაეცნოთ ამბავს PHATMEDIA-ს შესახებ, რომელიც ევროპაში ფლაერების ყველაზე მსხვილი კოლექციონერია.
გამოფენა შეგიძლიათ ნახოთ აქ:
artsandculture.google.com
ან Google Arts & Culture app აპლიკაციის საშუალებით.