ბერლინური დუეტის, Modeselektor-ის 1/2 Sebastian Szary დროებით საკუთარ ძველ ფსევდონიმს, Fundamental Knowledge-ს დაუბრუნდა და მისი ერთ-ერთი პირველი ჩანაწერის, “1994-11”-ის გამოცემა გადაწყვიტა.
კომპოზიცია არტისტის მიერ შექმნილ ლეიბლზე, Seilscheibenpfeiler-ზე გამოვიდა და Shed-ისა და Demokrator-ის რემიქსები ახლავს.
სებასტიანი თრექის შექმნის ისტორიასაც იხსენებს, რომელიც სწორედ 1994-ში, “ბერლინის შემოგარენში მშობლებთან ცხოვრების პერიოდში, კიდევ რამდენიმე უსათაურო და ჯერ კიდევ გამოუცემელ ნამუშევართან ერთად, საკუთარ საძინებელ ოთახში მოამზადა და დიდი ხნის მანძილზე დისკებსა და კასეტებზე ინახავდა”.