დღეს, თბილისის დროით საღამოს ათ საათზე, ქართველი საქსაფონისტის, ხონძის ახალი EP-ის – “Caucasus” – ვიდეო პრემიერაა. მუსიკოსმა პროექტზე მუშაობა ორი წლის წინ ნიუ-იორკში დაიწყო.
მუსიკოსი კოლაბორაციაშია Juan Vidaurre (გიტარა), პაპუნა შარიქაძე (როიალი), Tal Mashiach (ბასი), Eviatar Slivnik (დასარტყამი). კომპოზიციის ავტორია თავად ხონძი, მიქსინგი და მასტერინგი გაკეთდა Leno Records-ში გიორგი გვარჯალაძის მიერ. აუდიო და ვიდეო მასალა ჩაიწერა Studio 42-ში, ხოლო დაამუშვა გურამ ასათიანმა.
EP შედგება სამი ტრეკისგან:
“Caucasus”
“Silver Pieces”
“Funkh”
EP-ის გარეკანი სამ ძირითად შრეს გვანახებს: კავკასიონი, უდაბნო და თავად ხონძი. პირველი ტრეკი პირდაპირ კავშირშია კავკასიონის ქედთან, მეორე ტრეკის თემატიკა დაკავშირებულია ბიბლიურ სიუჟეტთან, იუდას მიერ ქრისტეს 30 ვერცხლად გაცემის თემატიკასთან, ხოლო მესამე ტრეკი შეიძლება აღქმული იყოს, როგორც მუსიკოსის პროტოტიპად. გარეკანის ავტორია დიმიტრი მარტი.
EP გაჟღენთილია ხონძის ორიგინალური მუსიკალური ენით. 4 აპრილს მსმენელს შეეძლება EP-ის სრულად მოსმენა სხვადასხვა მუსიკალურ პლატფორმაზე.