მსოფლიოს თავსდამტყდარი პანდემია რთული აღმოჩნდა საქართველოში მცხოვრები მუსიკოსებისთვისაც. გარდა იმისა, რომ გარშემო ყველაფერმა შეწყვიტა არსებობა და ნაწილობრივ მიწისქვეშეთში გადაინაცვლა, არტისტებისა და მუსიკოსებისგან მუზებიც გაფრინდნენ. თვითმოტივაციია ხშირად რთულ პროცესად რჩება და მომავალზეც მძიმედ გვეფიქრება… თუმცა ასეთ ძნელბედობის ჟამსაც შეიძლება ნათელი სხივი ვიპოვოთ, რომელიც ახალ იმედებს გაგვიჩენს.

გაიცანით თაზო ცხაკაია მისი ახალი სოლო პროექტითა და ლეიბლით SOULIDAN.

როგორ გაჩნდა ლეიბლის შექმნის იდეა?

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მინდოდა ჩემი კომპოზიცია დარელიზებულიყო წამყვან ლეიბლებზე როცა ჩანაწერებს ვაგზავნიდი უმეტესობას მოსწონდა. თუმცა უნდოდათ თავისებურად შეეცვალათ კომპოზიციაში დეტალები. ამიტომ არ ვთანხმდებოდი და საბოლოოდ გადავწყვიტე ჩემი ლეიბლი  გამეკეთებინა და დავაარსე SOULIDAN, რომელზეც მუშაობა რვა თვის წინ დავიწყე. 

როგორია ლეიბლის შექმნის პროცესი რა სირთულეებია ამ დროს?

მუშაობის პროცესში ბევრი სირთულე გხვდება. ძნელია იპოვო კარგი დისტრიბუტორი, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურეობას გაგიწევს მისაღებ ფასად. რთულია ბრენდის ჩამოყალიბების დროს ლოგოსა თუ  დიზაინის შემუშავება. ვებგვერდის გამართულად აწყობა და კიდევ სხვა უამრავი დეტალია, რაც დაგეხმარება შენი ბრედნი იყოს  გამორჩეული ბაზარზე.

რა არის მთავარი ლეიბლის შექმნის პროცესში?

არამარტო ლეიბლის, არამედ ყველაფრის შექმნაში მთავარია პროცესით დატკბე და გიყვარდეს რასაც აკეთებ. სირთულეების არ უნდა შეგეშინდეს და რაც უფრო მეტი წინაღობა გექნება, მით უფრო მეტად უნდა ეცადო ეს ყველაფერი დაძლიო.

 შეცდომას როცა დაუშვებ უნდა გააანალიზო,  ისწავლო და შემდეგ ისევ ცადო, რათა მიაღწიო მიზანს . ჩემი აზრით, ადამიანი თუ ამ პრინციპს მიჰყვება, ყველა დასახულ მიზანს მიაღწევს.

რამდენად დიდია ფინანსური ინვესტიცია? 

ინვესტიცია შეიძლება იყოს 500 ან 10 000 ლარი. გააჩნია რა გსურს და როგორი ხარისხის  გინდა რომ გააკეთო.  ალბათ ეგ ყველაფერი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამინზე თუ რა არის მისი მიზანი და რისი გაკეთება სურს . 

როგორია ,,სულიდანი”?

პოზიტიურტი, მოტივატორი და  ბედნიერია. მისი მიზანია თავისი მუსიკით ადამიანებს გაუზიაროს ის ემოცია და გრძნობა რაც სულიდან მოდის და მოაცილოს დროებით ყოველდღიურ პრობლემებს და გადაიყვანოს ისეთ სივრცეში, სადაც ის თავს კომფორტულად და თავისუფლად იგრძნობს .

როგორი იქნება მუსიკალური ინდუსტრია საქართველოში პანდემიის დასრულების შემდეგ?

ჩემი აზრით  ახალი ენერგიით დაბრუნდება ყველა, მაგრამ ღამის კლუბებს და არტისტებს თავიდან რაღაც პერიოდი რეაბილიტაცია დაჭირდებათ იმ ზარალისგან რაც მათ ამ პანდემიის დროს მიიღეს . მაგრამ მე მაინც პოზიტირუად ვარ განწყობილი და მჯერა რომ ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდება .

www.soulidan.com

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *