U2 ალბომის “Achtung Baby” საიუბილეო, დელუქს ვერსიას აანონსებს რომელიც 19 ნოემბერს გამოვა. ალბომში 1991 წლის გამოცემულ მუსიკასთან ერთად, რომლის თავდაპირველი ვერსია Daniel Lanois და Brian Eno-თან კოლაბორაციის შედეგად ჩაიწერა, ახლა ჯამში ორმოცდაათი კომპოზიციისგან შედგება. საიუბილეო ალბომის გამოსვლასთან დაკავშირებით, ჯგუფმა ინსტალაციაზე, ისევე როგორც 30 წლის წინ – ახლაც ბერლინში მოღვაწე ფრანგ არტისტთან Thierry Noir ითანამშრომლა, რომელიც ბერლინის კედლის პირველ მომხატველად ითვლება.


“Achtung Baby” 1991 წლის ვერსია საუკეთესო როკ შესრულებისთვის გრემის ჯილდოს მფლობელია. ჯგუფიც ისევ კარგ ტალღაზეა და შესაბამისად, ალბათ არც ახლად გაციფრულებული მუსიკა გაგვიცრუებს იმედებს, მათ ვისაც სტრიმინგ პლატფორმებზე არ მოგვისმენია ეს კომპოზიციები. სტანდარტული და დელუქს ვინილები, ისევე როგორც მათი გაციფრულებული ვერსიები რომლის გამოცემაც 19 ნოემბერს იგეგმება, მოიცავს Achtung Baby (2018 Remaster) და Achtung Baby (Unter Remixes), ხოლო ალბომის ციფრული ნაკრების სრულად მოსმენას, რომელიც ჯამში ორმოცდაათი ტრეკისგან შედგება – 22 ჯერ არ გაციფრულებული კომპოზიციის მოსმენას ამ წლის 3 დეკემბერს შევძლებთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *